თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სწრაფი კვების ობიექტებს ხშირად ვსტუმრობთ. მართალია, ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობისთვის კარგ საქმეს არ ვაკეთებთ, მაგრამ დროისა თუ ფულის ეკონომიის მიზნით, მსგავს დაწესებულებებს ჩვენი ყურადღება არ აკლდება. ხშირად არც კი ვფიქრობთ, სად და რა პირობებში ვყიდულობთ საკვებს, როგორი ხარისხისაა და რამდენად ჯანსაღ ინგრედიენტებს შეიცავს.
საკვების გარდა, ჩვენს ჯანმრთელობაზე ჰიგიენის სხვა ელემენტარული ნორმებიც მოქმედებს, რომელსაც ქუჩაში ვერ ვიცავთ. წყარო
სწრაფი კვების მენიუდან საქართველოში განსაკუთრებული პოპულარულობით შაურმა სარგებლობს, რომელიც ბოლო პერიოდში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება.
ხშირია ასევე ამ ყველასათვის საყვარელი საკვებით მოწამვლის ფაქტებიც.
ბოლო შემთხვევა 7 იანვარს ლესელიძეზე, ერთ-ერთ საშაურმეში დაფიქსირდა. შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
,,დღეს საქართველოში საშაურმეები ვერავითარ ჰიგიენურ ნორმას ვერ პასუხობს.
შაურმის დაბინძურება ბაქტერიებით ადვილად შეიძლება. უმეტეს შემთხვევაში კი, საშაურმეები ღია ქუჩაში და ღია ფანჯარასთან დგას, სადაც მტვერი საკვებზე ადვილად ხვდება. ჰაერი ისეთ მიკრობებს შეიცავს, რომლებიც საკვებში მოხვედრის შემთხვევაში, ძალიან საშიშ დაავადებებს იწყვევს. მაგალითად, კუჭის წყლულს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რამდენად ჯანსაღია და რა პირობებში ინახება ხორცი, რითაც შაურმა კეთდება. ასევე იცავენ თუ არა ჰიგიენურ ნორმებს შაურმის გამყიდველები?
ეს მხოლოდ საშაურმეებს არ ეხება. უმეტესად, სწრაფი კვების ობიექტებში დაუცველია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ხშირად ირღვევა პროდუქტის შენახვის პირობებიც
ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის მიგვეძღვნა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი წელი ცხოვრების ახალი, ჯანსაღი წესით!
ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდ. ამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ კომპონენტს მოიაზრებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი; ესენია:
Комментариев нет:
Отправить комментарий